საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, მეათე (მაღლივი) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედება. ობიექტის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები საბოლოო ეტაპზე გადავიდა. გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად სტუდენტები ისარგებლებენ, ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვების ობიექტით, რომელიც მათ ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს შეღავათიან ფასში შესთავაზებს. 
    ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება.
    მაღლივ კორპუსში კვების ობიექტზე თსუ სტუდენტებიც დასაქმდებიან. უახლოეს პერიოდში კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.

     


     

    თარიღი: 21/02/2024